ჩვენს შესახებ

"გურმე" კაფეტერია დაარსდა 2012 წლის 27 დეკემბერს. ფრანგულ - ქართული საკონდიტრო-საცხობი მდებარეობს ზ.ფალიაშვილის №53-ში. მომხმარებელს სთავაზობს უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქციის ფართო არჩევანს.

ფრანგული ნამცხვრები და ფუნთუშები, ტორტები ულამაზესი დიზაინით, ნატურალური წვენი, ყავა, ჩაი, ფრანგული და გერმანული პურები, სენდვიჩები და გემრიელი სალათები იდეალურად ერწყმის დახვეწილ ინტერიერს და გემოვნებიან მუსიკას.

საქორწინო და სადღესასწაულო ტორტები ნებისმიერი ფორმის, შემადგენლობისა და დიზაინის, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება პროფესიონალი კონდიტრების და დიზაინერების მიერ. ჩვენი კონდიტრების და თანამშრომლების გადამზადება–დატრენინგებაზე მუდვივად მუშაობს და ზრუნავს უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი კონდიტრები.

რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული მომხმარებლის ყველა სურვილი და მოთხოვნა.

ასევე გურმე კაფეტერია აქტიურად მუშაობს ფურშეტების ორგანიზებაზე და მომხმარებელს სთავაზობს უგემრიელეს კანაპეებს.